вторник, 25 ноября 2008 г.

ჩემი საცხოვრებელი ადგილი 11





სადგურის დასახლება დაახლოებით 200 წლისაა. წინათ სადგურზე ძირითადად მეთევზეები ცხოვრობდნენ. ეს ადგილი ჭაობიანი იყო.  1920 წელს გორი დაინგრა ძლერი მიწისძვრის გამო. ამ პატარა ქალაქის მცხოვრებლები არიან სტუმართმოყვარე და თავმდაბალი ადამიანები.








გორში გადაადგილების ძირითადი საშუალება ფაეტონი იყო. რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1865 წელს და დასრულდა 1873 წელს. სადგურის შენობა აშენდა 1880 წელს, მის თავზე მიმაგრებული იყო საყვირი, რომლიც მოსახლეობას აღვიძებდა 7 სთ. და 45 წთ.
ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ სადგურის ბიბლიოთეკას, რომელიც დაარსდა 1976 წელს.


სადგურზე გასულ წელს გაიხსნა ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, რამაც დიდი სიხარული მოუტანა აქ მცხოვრებ ბავშვებს.

სკოლა, რომელშიც ჩვენ ვსწავლობთ სადგურის ტერიტორიაზეა განთავსებული. გორის #11 საჯარო სკოლას საფუძველი ჩაეყარა 1918 წელს მიხეილ მცხვეთაძის ბინაზე. თავდაპირველად იგი არსებობდა როგორც დაწყებითი სკოლა. 1921 წლიდან დაწყებითი სკოლა გადავიდა შპალსაჟღენთი ქარხნის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო 1924 წლიდან გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად. 1937 წელს აშენდა სკოლისათვის შენობა კეცხოველის ქ. #74 და გადაკეთდა საშუალო სკოლად.
ახლაც ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას ამ სკოლაში და ძალიან ვამაყობთ ამით, ჩვენთან ძალიან მშვიდი და სასიამოვნო გარემოა, გულისხმიერი და კვალიფიციური მასწავლებლები, მეგობრული დამოკიდებულება ბავშვებს შორის.

სადგურის დასახლებასთან თითქმის გადაბმულია ე.წ. გორიჯვრის დასახლება, სადაც უძველესი დროიდან არსებობს გოგირდოვანი წყლები. 1949 წელს წყაროსთან შეიქმნა ბალნეოლოგიური კურორტი. სამკურნალო წყალი შედგება გოგირდოვან, წყალბადოვან, ჰიდროკარბონატრიუმის და სხვა ქიმიური შენაერთებისაგან. იგი კურნავს ორმოცზე მეტ დაავადაბას. ხალხში ამ კურორტს ეძახიან გოგირდოვან აბანოებს.
გორი და გორიჯვარი განუყოფელია, როგორც გორი და საქართველო. ამიტომაც ყველა ქართველის სურვილია გორიჯვარი იყოს სრულყოფილი, როგორც ტაძარი ღვთისა, როგორც სალოცავი ქართველი ერის და სათაყვანებელი ადგილი ქრისტიანებისა. ქართველთა წინაპრების ანგარიშით, საქართველოში 365 წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. მათ შორის არის გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, როელიც სადგულის დასახლებასთან ყველაზე ახლოსაა. გადმოცემის თანახმად, ეკლესია აგებულია VIII საუკუნეში და მის საძირკველში წმინდა გიორგის თავის ქალა განისვენებს. 1920 წელს გორიჯვრის ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი სარწმუნო შემოქმედება თვით განგებამ შეაჩერა, როდესაც ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია იგი. ათეული წლის შემდეგ ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები და იგი დღესდღეობით ამაყად გადმოჰყურებს გორს თავისი დიდებული ციხით, მოლივლივე მტკვარს და ლიახვს, ნაირფრად აჭრელებულ ქართლის ველს და შორეულ თმაშევერცხლილ კავკასიონს.






ჩემი საცხოვრებელი ადგილი 11

სადგურის დასახლება დაახლოებით 200 წლისაა. წინათ სადგურზე ძირითადად მეთევზეები ცხოვრობდნენ. ეს ადგილი ჭაობიანი იყო.  1920 წელს გორი დაინ...